Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში მოკლეს ტაჯიკი ოპოზიციონერი მაგნატი


თურქეთში მოკლეს უცხოეთში გაქცეული ტაჯიკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, უმარალი ყუვატოვი. ამის თაობაზე ცნობები გაავრცელეს მისმა თანამშრმლებმა და ოფიციალურმა პირებმა. ყუვატოვს თავში ესროლეს უცნობმა პირებმა სტამბოლში, ქუჩაში, 5 მარტს. ამის თაობაზე მისმა თანამშრომელმა, შაროფიდინ გადოევმა ამცნო რადიო თავისუფლებას. თურქეთმა დაადასტურა ყუვატოვის სიკვდილი, თუმცა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტ ინფორმაციას მოელის. ყუვატოვი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან კარგ ურთიერთობაში იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი ოპონენტი გახდა. ყუვატოვს დუშამბე თაღლითობაში სდებდა ბრალს და იძებნებოდა. თვითონ მოკლული ამას პოლიტიკური მოტივით დევნად თვლიდა. მისი გაერთინება აიკრძალა შარშან, როგორც ექსტრემისტული. ტაჯიკეთმა მისი ექსტრადიცია თურქეთს იანვარში თხოვა.

XS
SM
MD
LG