Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის თემა უკრაინაა


დღეს ლატვიის დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ არაოფიციალურ შეხვედრაზე და უკრაინის კონფლიქტის გარშემო მსჯელობენ, ლატვიის თანახმად, ეს ქვეყანა უდგას სათავეში ამ ეტაპზე ევროპის კავშირის საბჭოს, შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის კონფლიქტს, ასევე ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაძაბულობას მოსკოვის მიერ ჯარის და იარაღის განთავსების გამო უკრაინაში, ასევე მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამავე დროს მოლაპარაკება შეეხება რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს და უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლებელ განთავსებას. საუბრის თემა რიგაში აღმოსავლეთის პარტნიორობის მაისის სამიტიც იქნება.

XS
SM
MD
LG