Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის შეწყალებით, უვადო პატიმრობაში მყოფ სამ ქალს სასჯელი ოცწლიანი პატიმრობით შეეცვალა


უვადო პატიმრობაში მყოფი სამი ქალი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეწყალების აქტით, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და სახელმწიფო საზღვარზე აკრძალული ნივთიერებების გადატანის გამო უვადო პატიმრობაში მყოფ სამ ქალს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეორე აქტსაც, რომლის თანახმად, შეწყალებულია კიდევ 188 მსჯავრდებული, მათგან შვიდი არასრულწლოვანია. პრეზიდენტის ამ აქტით, 130 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს, 58-ს კი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ან შეუმცირდა.

XS
SM
MD
LG