Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: საქართველოს და უკრაინის ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილიაო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, საჯარო გამოსვლისას ილაპარაკა. დავით უსუფაშვილმა საქართველოში, უკრაინასა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა და თქვა - შეუძლებელია საქართველოსა და უკრაინის ცალ-ცალკე განხილვა, რადგან მთავარი საკითხები - უსაფრთხოების, ეკონომიკური მიმართულებები და აგრეთვე დემოკრატიული მიმართულებაც, ორივე ქვეყანაში ურთიერთკავშირშიაო.

XS
SM
MD
LG