Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში სეპარატისტები უკრაინის ძალებისგან მოითხოვენ დანებებას


პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მეამბოხეთა ძალებმა ალყა შემოარტყეს უკრაინის ძალებს დებალცევესთან ახლოს და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვენ დანებებასა და იარაღის ჩაბარებას. სეპარატისტების ეს განცხადება ვრცელდება მინსკში ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის მორიგი რაუნდის მოლოდინის ფონზე.

XS
SM
MD
LG