Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბომბდამშენები მიუახლოვდნენ ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს


დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ რუსეთის ორმა ბომბდამშენმა გადაუფრინა ლა-მანშის სრუტეს და საფრთხე შეუქმნეს სამოქალაქო ავიაციის რეისებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა. რუსეთის ბომბდამშენების ბრიტანეთის საჰაერო სივრცესთან მიახლოების გამო ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, თავისი სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლა მოეთხოვა. „ტაიფუნის“ კლასის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ რუსეთის თვითმფრინავების გადასატაცებლად და აცილებდნენ მათ „ბრიტანეთის ინტერესების ზონაში ყოფნის განმავლობაში“.

XS
SM
MD
LG