Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიუმრიში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა პოლიციასთან შეტაკებისას


სომხეთის ქალაქ გიუმრიში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” სააგენტო "ნიუსარმენიაზე" დაყრდნობით წერს.დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია. მომიტინგეები, რომლებმაც გუშინ საღამოს პროტესტი რუსეთის საკონსულოსთან გამოთქვეს, სომხეთისთვის იმ რუსი სამხედრო მოსამსახურის გადაცემას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG