Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროებამ ტერაქტის მცდელობა გამოავლინა


უკრაინის უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ გამოავლინა და ჩაშალა შეთქმულება, რომლის მონაწილეები კიევის ხალხმრავალ ადგილას აფეთქებას გეგმავდნენ. უკრაინის უშიშროების უწყების ხელმძღვანელის მრჩევლის, მარკიან ლიუბკივსკის თქმით, უშიშროების და ანტიტერორისტული უწყებების მიერ გამოვლენილ იქნა დიდი აფეთქების მცდელობა. ლიუბკივსკის თქმით, დააპატიმრეს ლუგანსკის მკვიდრი, ანასტასია კოვალენკო, რომელიც კიევში ავტობუსით ჩავიდა. დაკავების დროს კოვალენკოს 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. როგორც დაკავებული ჰყვება ვიდეო ჩანაწერზე, მას მასალა გადასცა ვინმე კონსტანტინმა და მისცა ინსტრუქცია, რომ ჩანთა დაეტოვებინა ხალხმრავალ ადგილზე კიევში. კოვალენკოს ჩასვლის შესახებ უშიშროებამ წინასწარ მიიღო ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG