Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი სერბიაზე ზეწოლას არ ახდენს


რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო დასავლეთის ბრალდება, რომ მოსკოვი ცდილობს გაზარდოს მოსკოვზე სერბეთის დამოკიდებულება და ის დააშოროს ევროკავშირს. ლავროვმა ეს განაცხადა თავის სერბ კოლეგა, ივიცა დაჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მოსკოვში, 19 დეკემბერს. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს ბრალად სდებენ სერბიაზე მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თქვა ლავროვმა. მან ასეთ ბრალდებას, ნეოკოლონიალისტური სლენგი უწოდა. ამ თვეში, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რუსეთი დაადანაშაულა ევროპის იმ ქვეყნების საქმეებში ჩარევაში, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ და მცდელობაში, გავლენა გაზარდოს დასავლეთ ბალკანეთში.

XS
SM
MD
LG