Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ბრიტანეთის საელჩოს ავტომობილზე თალიბანმა თავდასხმა განახორციელა


სულ მცირე ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 33 გამვლელი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ბრიტანეთის საელჩოს ავტომობილზე 27 ნოემბერს განხორციელებული იერიშის შედეგად. აფეთქება სავარაუდოდ მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა. პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით დაჭრილთა შორის რამდენიმე ბავშვია. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში ჯალალაბადის ტრასასთან ახლოს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც განაცხადა, რომ იერიშის სამიზნეს „უცხოეთის საოკუპაციო ჯარები“ წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG