Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დანიშნა. გოჩა რატიანი მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელი იყო. უფრო ადრე იგი ვაშინგტონში რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში მუშაობდა. თავდაცვის უწყებაში ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე 4 ნოემბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასნია. ხუთ ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის ხუთივე მოადგილე - ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვარლამ ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.

XS
SM
MD
LG