Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალალა იუსაფზაის „მსოფლიოს „ბავშვთა პრემია“ მიანიჭეს


მალალა იუსაფზაის, პაკისტანელი მოზარდი, რომელმაც 2014 წელს მშვიდობის ნობელის პრემია მოიპოვა, მიანიჭეს კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს ხოლმე. ამ პრემიის ლაურეატებს მსოფლიოს ბავშვები ირჩევენ, კენჭისყრაში მილიონობით ბავშვი მონაწილეობს. 17 წლის მალალა იუსაფზაი ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია ისტორიაში და პირველი ადამიანი, რომელმაც ბავშვთა პრემიაც იმავე წელს მიიღო.

XS
SM
MD
LG