Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარმა აშშ-ის პალესტინური წარმოშობის მოქალაქე მოკლა


ისრაელის სამხედრო ძალებმა ესროლა და მოკლა აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით პალესტინელი. ცნობით, 14 წლის ორვან ჰამადის ტყვია თავში მოვხდა სოფელ სილუადში, რამალაში პალესტინელთა მთავრობის ადგილსამყოფელის ჩრდილოეთით. ისრაელის არმიის თქმით, სამიზნე იყო პალესტინელი, რომელიც აალებად სითხიან ბოთლს ესროდა მათ. არმია აპირებს გამოიძიოს სროლა, რომლის მგავსი მოხდა იერუსალიმის გარშემო, და რომელთა დროსაც არაერთი ადამიანი დაიჭრა. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ჯერ საკიმ განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლები მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ადგილობრივ ხელისუფლებთან, ვინც გამოძიებას უძღვება.

XS
SM
MD
LG