Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტემ სინას ნახევარკუნძულის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ეგვიპტის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. გადაწყვეტილება მიიღეს მას მერ, რაც ორი თავდასხმის შედეგად უშიშროების ძალების 33 ოფიცერი მოკლეს. ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფატა ალ-სისიმ განაცხადა, რომ თავდასხმა არმიის საგუშაგოზე უცხოეთიდან დაფინანსებული ოპერაცია იყო. ეს იყო მოჰამედ მურსის პრეზიდენტობიდან ჩამოგდების შემდეგ ყველაზე სისხლიანი ანტი-სახელმწიფოებრივი ძალადობის აქტი. პასუხიმგებლობა თავდასხმებზე არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG