Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჩამოახრჩეს დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მკვლელი ქალი


ირანის ხელისუფლებამ ჩამოახრჩო 26 წლის ქალი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მოკვლისთვის. ირანის სააგენტო ირნა იტყობინება თეირანის პროკურატურაზე დაყრდნობით, რომ რეიჰანე ჯაბარი 25 ოქტომბერს ჩამოახრჩეს. ფეისბუკის საიტმა „გადაარჩინეთ რეიჰანე ჯაბარი ჩამოხრჩობას ირანში“, რომელიც ბრალდებული განთავისუფლებისთვის იბრძოდა, ადასტურებს განაჩენის სისრულეში მოყვანას. ამნესტი ინტერნეშენელის თანახმად, ჯაბარის სიკვდილით სჯიდნენ მორთეზა აბდოლაი სარბანდის დანით მოკვლის გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო უწყება თვლის, რომ სარბანდის მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა, როცა ის თავს დაესხა ახალგაზრდა ქალს და სქესობრივ ძალადობას მიმართა და რომ 2009 წლის სასამართლო და განაჩენი მცდარი იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სიკვდილით დასჯის ეს ფაქტი და გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება, რომ განაჩენის სისრულეში მოიყვანა მიუხედავად ირანის უფლებადამცველების თხოვნისა და ამ საქმის გამო საერთაშორისო აღშფოთებისა. გაეროს თანახმად, ირანში 250 ადამიანი ჩამოახრჩეს 2014 წელს.

XS
SM
MD
LG