Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნორვეგიის ყოფილი პრემიერი სტოლტენბერგი იქნება


პირველი ოქტომბრიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვლის ანდერს ფოგ რასმუსენს. იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ალიანსის მეცამეტე გენერალური მდივანი 55 წლისაა, ის ნორვეგიის შრომის პარტიის ლიდერი იყო და რვა წლის განმავლობაში ეკავა პრემიერის პოსტი. ამ პერიოდში ნორვეგია მონაწილეობდა ავღანეთის ოპერაციაში და პატრულირებდა ლიბიის საჰაერო სივრცეში. სტოლტენბერგმა მიაღწია მორიგებას რუსეთთან 2010 წელს, როცა მეზობელმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საზღვაო საზღვრის შესახებ შეთანხმებას და 40 წლიანი დავა დასრულეს. სტოლტენბერგის აზრით, უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება „მიუღებელია“. რუსეთი თავის სამხედრო როლს უკრაინის კრიზისში უარყოფს.

XS
SM
MD
LG