Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ-ის სამხედროებს ერაყში საბრძოლო ფუნქცია არ ექნებათ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ერაყში აშშ-ის სამხედროებს არ ექნებათ საბრძოლო ფუნქცია. ფლორიდაში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში გამოსვლისას მან სამხედროებს უთხრა: „ერაყში დისლოცირებულ ამერიკის ძალებს არ აქვთ და არ ექნებათ საბრძოლო მისიაო.“ ამასთან, ობამას განცხადებით, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციას, რომელიც ფორმირების პროცესშია, დახმარება 40-ზე მეტმა ქვეყანამ შესთავაზა. ობამას განცხადების ფონია ამერიკელი გენერლის, მარტინ დემპსის მიერ 16 სექტემბერს ნათქვამი სიტყვები, რომ აშშ-ის მრჩეველთა ნაწილი შეიძლება ერაყის ძალებს შეუერთდეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. დემპსის გამოსვლის პასუხად ერაყის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება და არც სურს თავის ტერიტორიაზე უცხოელი ჯარისკაცების ყოფნა, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამასთან, პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააფართოოს კამპანია სირიაში მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG