Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: უკრაინა ასრულებს სეპარატისტებთან შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს


ევროკავშირის შეფასებით, უკრაინის ახალი კანონები, რომლებიც ითვალისწინებს ამნისტიას რუსეთის მომხრე სეპარატისტებისათვის და საგანგებო სტატუსს აღმოსავლეთში მდებარე რეგიონისათვის, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ევროკავშირის ეს შეფასება გამოთქვა ბლოკის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოციანჩიჩმა. „ჩვენი თვალთახედვით, უკრაინა ასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს (...) ორივე კანონი - კანონი ამნისტიისა და კანონი რეგიონის საგანგებო სტატუსის შესახებ - არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კრიზისის გრძელვადიანი, პოლიტიკური მოგვარების მიმართულებით“ - განაცხადა კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა 17 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პარლამენტმა 16 სექტემბერს ერთხმად დაამტკიცა „საგანგებო სტატუსისა“ და ამნისტიის შესახებ კანონები, რომლებიც ხელს უწყობს უკრაინის მთავრობისა და სეპარატისტების მიერ მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავის დაცვას.

XS
SM
MD
LG