Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ხედავს ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების გზას


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის აზრით, ევროკავშირის ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ ხელს შეუშლის უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობა ჯერ არ გასცდენია ეტაპს, როცა კურსის შეცვლა შეუძლებელია. ესპანეთის გაზეთ „ელ პაისთან“ ინტერვიუში, რომელიც 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე, ლავროვი ამბობს, რომ სანქციები მხარდაჭერის პირდაპირ სიგნალს უგზავნის ომის მხარეს კიევში. მაგრამ ლავროვს, მისივე თქმით, სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობის არათუ კონფლიქტამდე ვითარების დონეზე აღდგენა, არამედ მისი განვითარებაც. საამისოდ, განმარტავს ლავროვი, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბოლოსდაბოლოს ყური უნდა დაუგდონ რაციონალურ მსჯელობას და ბოლო მოუღონ სანქციების "უაზრო" ციკლს.

XS
SM
MD
LG