Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი "როსნეფტის" ხელმძღვანელს აკრიტიკებს


ყოფილი რუსი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის შინა პატიმრობაში ყოფნაზე. ხოდორკოვსკიმ გაზეთ "ვედომოსტისთან" ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ სეჩინს, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია, სურს თავიდან აიცილოს ნავთობწარმოების შემცირება და ამიტომ ამყარებს კონტროლს ნავთობკომპანია „ბაშნეფტზე“ - ამ კომპანიასთან დაკავშირებულ გარემოებებს ეფუძნება ევტუშენკოვის სამართლებრივი დევნა. ხოდორკოვსკი სეჩინს აკისრებს პასუხისმგებლობას 2003 წელს თავის დაპატიმრებაზეც და მისი კომპანიის იუკოსის განადგურებაზე. ხოდორკოვსკიმ 10 წელიწადზე მეტი დაჰყო პატიმრობაში, ვიდრე მას პუტინი შარშან დეკემბერში შეიწყალებდა. მიხაილ ხოდორკოვსკი ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG