Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან რუმპე: ევროკავშირის ახალ ლიდერებად აირჩეს დონალდ ტუსკი და ფედერიკა მოგერინი


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ბლოკის საბჭოს ახალ პრეზიდენტად, ანუ ვან რუმპეს შემცვლელად აირჩიეს დონალდ ტუსკი, ხოლო ახალ საგარეო-პოლიტიკურ ლიდერად - ფედერიკა მოგერინი. ის კეთრინ ეშტონს შეცვლის. 57 წლის დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მეორე ვადით ხელმძღვანელობს მთავრობას და მიჩნეულია ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერად. პოლონეთი ბრიტანეთთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ყველაზე აქტიური მომხრე ევროკავშირის წევრებს შორის. ხოლო 41 წლის ფედერიკა მოგერინი თებერვალში დაინიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელად. მანამდე, 2008 წლიდან ის იტალიის პარლამენტის წევრი იყო.

XS
SM
MD
LG