Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მომავალი კვირიდან გააგზავნის მედიკამენტებს უკრაინაში


საქართველოდან მომავალი კვირის დასაწყისში გააგზავნიან მედიკამენტებს უკრაინაში. ამის შესახებ 30 აგვისტოს თბილისში განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. უკრაინაში თავის ბოლოდროინდელ ვიზიტზე საუბრისას, სერგეენკომ თქვა, რომ სამი დღე ჰქონდა შეხვედრები კიევში, ჯანდაცვის სამინისტროში და მიღწეულია შეთანხმება რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ასევე შეირჩა უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილები, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება.

XS
SM
MD
LG