Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში ისევ დაზიანდა გზის ნაწილი


მდინარე თერგის ადიდებამ და მიწის ჩამოშლამ დღეს კვლავ დააზიანა გზის მონაკვეთი და შენობები დარიალის ხეობაში. გამთენიისას ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც მოხდა ხეობაში მყოფი ხალხის ევაკუაცია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის საგანგებო განცხადებაში. ამასობაში ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ დღეს იგეგმებოდა გზის გახსნა მას შემდეგ, რაც უნდა მომხდარიყო 10 დღის წინ მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახლა გზის გახსნა გადაიდო. დარიალის ხეობაში მობილიზებულია ტექნიკა, რომლის საშუალებითაც დაწყებულია გზის გაწმენდა.

XS
SM
MD
LG