Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ახალი ლიდერების შესახებ


ბრიუსელში იმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც მოსალოდნელია გადაწყვეტილება ბლოკის ახალი ლიდერების ვინაობაზე.კერძოდ გაირკვევა, ვინ იქნებიან ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი და ახალი საგარეო-პოლიტიკური ლიდერი. კეთრინ ეშტონი ოქტომბრის ბოლოს გადადგება საგარეო-პოლიტიკური ლიდერის პოსტიდან. წელსვე ამოიწურეობა ჰერმან ვან რუმპეს პრეზიდენტობის ვადა. ეშტონის სავარაუდო შემცვლელია იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი. თუმცა მას აკრიტიკებენ ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი წევრები, როგორც გამოუცდელს და მეტისმეტად რბილს რუსეთთან მიმართებით. რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს მომავალ პრეზიდენტს - სავარაუდო კანდიდატად ასახელებენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. მის კონკურენტად ითვლება დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე თომინგ-შმიტი. ევროკავშირის სამიტზე მსჯელობენ ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პრობლემაზე.

XS
SM
MD
LG