Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს შეზღუდული აქვს სავიზო მომსახურება


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო დეპარტამენტს, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, შეზღუდული აქვს სავიზო მომსახურება. ამის მიზეზად ასახელებენ სავიზო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესს. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინათ მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა. საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტი განცხადებასაც ავრცელებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო აგრძელებს არასაიმიგრაციო ვიზის სისტემის სრული ფუნქციონირების აღდგენას. შაბათ-კვირის განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელა სისტემური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ოპტიმიზაციას და ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას. ახლა ტესტირებას ვუტარებთ სისტემას სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იმიგრანტი ვიზების დამუშავება რჩება ჩვენთვის პრიორიტეტად. ზოგიერთმა საელჩომ და საკონსულომ შეიძლება დროებით შეზღუდოს ან გადადოს არასაიმიგრაციო ვიზის აღებისთვის აუცილებელი ინტერვიუები, ვიდრე განცხადებების გადასამუშავებლად სისტემის უფრო მეტი რესურსი გახდება. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ ამ დისკომფორტს გამო და ვმუშაობთ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადასაჭრელად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG