Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში მსხვერპლი მოჰყვა ნაღმზე მანქანის აფეთქებას


მთიან ყარაბაღში ერთი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, სამი დაიჭრა ნაღმზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, დაჭრილებს შორის არის სომხეთის ქალაქ არმავირის მერი რუბენ ხიგატიანი. დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავაც მოუგვარებელია უთანმხოება მთიანი ყარაბაღის გამო, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს აქვთ დაპყრობილი.

XS
SM
MD
LG