Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამოგდებული ბოინგის შავი ყუთები მალაიზიის წარმომადგენელს გადასცეს


მალაიზიური ბოინგის კატასტროფისას დაღუპული მგზავრების ცხედრები მატარებლით გადააქვთ დონეცკიდან ხარკოვში. მატარებელში იმყოფებიან მალაიზიის წარმომადგენლები და ეუთოს ექსპერტები. ხარკოვში დაღუპული მგზავრების ნათესავების ჩასვლასაც ელიან. უფრო ადრე, თვითგამოცხადებული, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობამ ჩამოგდებული ბოინგის შავი ყუთები მალაიზიის წარმომადგენელს, პოლკოვნიკ სარკის გადასცა. ოთხ შავ ყუთზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნება, თუმცა ვიზუალურად, გარეგანი ჩარევის კვალი არ ჩანსო - უთხრა სარკიმ ჟურნალისტებს. 21 ივლისს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაეშვა მატარებელი დაღუპულთა გვამებით. გუშინვე დამთვარდა დონეცკის ოლქში, მალაიზიური ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებული საძიებო სამუშაოები. მაშველებმა 282 მგზავრის გვამი მოიძიეს და ასევე, რამდენიმე ათეული სხეულის ფრაგმენტი.

XS
SM
MD
LG