Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხმების ხელახალი დათვლა ჩატარდება 500 უბანზე


ავღანეთის საარჩევნო უწყების ოფიციალურმა პირებმა 500-მდე უბანზე ხმების ხელახალი დათვლის ბრძანება გამოსცეს. როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, ნურ მუჰამად ნურმა ჟურნალისტებს 19 აპრილს უთხრა, ხელახალი დათვლა იმ უბნებზე გაიმართება, სადაც, ოფიციალური პირების ეჭვით, გაყალბების შემთხვევები იყო. ავღანეთის 12 მილიონი ამომრჩევლიდან 7 მილიონზე მეტმა მიიღო მონაწილეობა 5 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში, თალიბანის მხრიდან მუქარის მიუხედავად. წინასწარი შედეგები 24 აპრილს უნდა გამოცხადდეს. 13 აპრილს გავრცელებული პირველადი შედეგების თანახმად ლიდერობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აბდულა აბდულა, მეორე ადგილზე კი ფინანსთა ყოფილი მინისტრი, აშრაფ ღანია. ოფიციალური პირების განცხადებით, ხმების დათვლის პარალელურად ლიდერი შესაძლოა შეიცვალოს. კენჭისყრაში გამარჯვებული ჩაანაცვლებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. ავღანეთის ისტორიაში ეს ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი შემთხვევა იქნება.
XS
SM
MD
LG