Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საბრძოლო ხომალდები ყირიმიდან ოდესისკენ ინაცვლებენ


უკრაინა ყირიმიდან თავისი საბრძოლო ხომალდების ევაკუაციას ახდენს მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ თვეში რეგიონის ანექსირება მოახდინა. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის ოფისის განცხადებით, ყირიმიდან საბრძოლო ხომალდები ინაცვლებენ საპორტო ქალაქ ოდესაში მდებარე ბაზაზე. უკრაინას ყირიმიდან გამოაქვს სხვა სახის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობაც, სამხედრო ვერტმფრენების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG