Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას მაისში ან ივნისში მოაწერს ხელს


სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაღამ ავანესიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მაისში ან ივნისში მოაწერს ხელს გაწევრიანებას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში. ავანესიანმა ჟურნალისტებს 18 აპრილს უთხრა, რომ ერევანი 29 აპრილს, მინსკში წარუდგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას საბაჟო კავშირის ამჟამინდელ წევრებს - რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის პრეზიდენტებს. რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გააწევრიანონ კავშირში და აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის ეს გაერთიანება გადაიქცევა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად, რომელიც ევროკავშირის მოდელს დაეფუძნება.
XS
SM
MD
LG