Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატმა ჯონ კერი დაამტკიცა სახელმწიფო მდივნად


აშშ-ის სენატმა სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან ჯონ კერი დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნად. 94 - მომხრე, 3 - წინააღმდეგი - ასეთი იყო სამშაბათის კენჭისყრის შედეგი. ფიცის დადების შემდეგ ჯონ კერი ჰილარი კლინტონს შეცვლის. კენჭისყრა სენატში გაიმართა ოთხ საათში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ. ჯონ კერი ამ კომიტეტს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ჯონ კერი 69 წლის არის. ის ვიეტნამის ომის ვეტერანია. 2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
XS
SM
MD
LG