Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პარლამენტმა გადადო პრეზიდენტ ჩავესის ინაუგურაცია


ვენესუელის პარლამენტმა განუსაზღვრელი ვადით გადადო პრეზიდენტად უგო ჩავესის მესამე ვადით ინაუგურაცია. ჩავესს 10 იანვარს უნდა დაედო ერთგულების ფიცი პარლამენტში. მაგრამ ის კუბაში იმყოფება კიბოს სამკურნალოდ, რის გამოც პარლამენტს სთხოვა ინაუგურაციის ვადის გადადება. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, მაგრამ ოპოზიციონერი პარლამენტარები აცხადებენ, რომ ჩავესის პრეზიდენტობის ვადა ხუთშაბათს ამოიწურება და საქმეში უზენაესი სასამართლო უნდა ჩაერიოს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, დიოსდადო კაბელიოს მოუწოდებენ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისაკენ, რადგან ხუთშაბათს ამოიწურება ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მანდატის მოქმედების ვადაც. უგო ჩავესი 1999 წლიდან არის ვენესუელის პრეზიდენტი. ის ოქტომბერში აირჩიეს მესამე ვადით.
XS
SM
MD
LG