ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:22

ახალი ამბები

ავღანეთის ჩრდილოეთში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ტექსტის ზომა - +
20.05.2013
ავღანეთის პოლიციისა და ჯანდაცვის უწყების ცნობით, დღეს ავღანეთის ჩრდილოეთში სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიტიკოსი, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ბაღლანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილის სადეყ მურადის ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ქალაქ პულ-ე ხუმრიში მდებარეი პროვინციის საკრებულოს შენობის წინ. დაღუპულთა შორის არიან საკრებულოს თავმჯდომარე რასულ მოჰსენი და მისი დაცვის წევრები. მოჰსენისა და მისი სამი მცველის სიკვდილს ადასტურებს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელიც. დაღუპულია აგრეთვე 7 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კალენდარი