Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჩიში პოლიტიკური ძალადობის შედეგად, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში წუხელ, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად. არეულობა მოჰყვა 2 აგვისტოს ადგილობრივი დეპუტატის, რაზა ჰაიდერის მკვლელობას. წუხელ სროლის დროს კარაჩიში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ათობით მაღაზიასა და ავტომანქანას. სროლა დილამდე ისმოდა, ქალაქის ქუჩებში სამთავრობო ჯარების განთავსების მიუხედავად. თვით კარაჩიში და მიმდებარე დასახლებებში სკოლები დახურული რჩება.
XS
SM
MD
LG