საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონში. „C“ ჯგუფის პირველ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დამაჯერებლად სძლიეს პოლონეთის ნაკრებს - 84:65. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (26 ქულა), სანიკიძემ, ცინცაძემ (14-14) და მარკოიშვილმა (12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბელგის ეროვნულ გუნდთან.
ყველაზე პოპულარული
1