Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ტიმოშენკოს მთავრობას


უკრაინის პარლამენტში დღეს გამართულ კენჭისყრაზე უნდობლობა გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობას და ამით მას და მის კაბინეტს გადადგომა აიძულა. ნდობის საკითხზე კენჭისყრის ინიციატივით გამოვიდა რეგიონების პარტია, რომელსაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობს. იანუკოვიჩმა გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ტიმოშენკო. ახლა რეგიონების პარტიას 30 დღე აქვს ახალი მმართველი კოალიციის შესაქმნელად. დღეს, უფრო ადრე, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი კაბინეტი, პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, არ დარჩება მთავრობის მოვალეობის შემსრულებლად. როგორც ტიმოშენკომ განუცხადა პარლამენტარებს, ის ოპოზიციაში წასვლას აპირებს.
XS
SM
MD
LG