Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის მართლმადიდებელ ეკლესიას სათავეში ჩაუდგება ეპისკოპოსი ირინეოსი


სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კრებამ ახალ პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი ირინეოსი. რიგით 45-ე პატრიარქი 80 წლისაა. მეუფე ირინეოსი ცნობილია, როგორც ბრძენი, განათლებული და უმწიკვლო ბიოგრაფიის ადამიანი. ახალი პატრიარქი აირჩიეს წინამორბედის - 95 წლის პავლეს გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე. ირინეოსის აღსაყდრება მოხდება 23 იანვარს დილით, ბელგრადის კათედრალურ ტაძარში, წმინდა ლიტურგიის დროს.
XS
SM
MD
LG