Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიის ცენტრში ცნობილი ჟურნალისტი ბორის, „ბობი“ ცანკოვი მოკლეს


სოფიის ცენტრში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ბორის, „ბობი“ ცანკოვი, რომელმაც სახელი ჟურნალისტური გამოძიებებით გაითქვა. მძიმე ჭრილობები მიიღეს ცანკოვის თანმხლებმა პირებმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელებმა მოახერხეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. ორი წლის წინ სოფიაში, მსგავს ვითარებაში მოკლეს გეორგი სტოევი - ბულგარეთში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ გამოქვეყნებული წიგნების ავტორი.
XS
SM
MD
LG