Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში არჩევნებს აშშ-ი მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეაქო კოსოვოს მთავრობა არჩევნების ჩატარებისთვის. ეს სერბიისგან ამ რეგიონის გამოყოფის შემდეგ პირველი არჩევნები იყო. იან კელის თქმით, კვირის არჩევნები კოსოვოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია მრავალეთნიკური, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. აშშ-მა მიულოცა ყველა კოსოვოს ყველა თემს, მათ შორის სერბული უმცირესობის ახალ მუნიციპალიტეტებს. კოსოვოს ეთნიკურად ალბანელმა პრემიერმა ჰაშიმ ტაჩიმ თავისი დემოკრატიული პარტია გამოაცხადა გამარჯვებულად და თქვა, რომ 36 ერთეულიდან 20-ში მან მოიპოვა უმრავლესობა. საბოლოო შედეგი არ გამოცხადებულა. მონაწილეობა კენჭისყრაში ხმის უფლების მქონეთა 45 პროცენტმა მიიღო.
XS
SM
MD
LG