Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდელმა ბოდიში მოიხადა პოლიციასთან ინცინდენტის გამო


შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ „თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო“. ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. მთვრალი სასულიერო პირი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მანქანას, როდესაც პატრულმა იგი გააჩერა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მღვდელი ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლა, ხოლო ინცინდენტის დამადასტურებელი სრული ვიდეომასალა საპატრიარქოს გადაეგზავნა.

XS
SM
MD
LG