Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა 1500 კანდიდატის მიმართ გააუქმა საარჩევნო აკრძალვა


ირანის კონსტიტუციის დამცველი ორგანიზაციის, რევოლუციის „გუშაგთა საბჭოს“ გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების აკრძალვა გაუქმდა 1500-მდე კანდიდატის მიმართ, რომლებიც 26 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდნენ. ირანული მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა ახალი სია, რომელშიც 6200 კანდიდატია გატარებული. გასულ თვეში „გუშაგთა საბჭომ“, რომელიც შეურიგებელი სასულიერო პირებისაგან და იურისტებისაგან შედგება, - არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა ათასობით ზომიერ და რეფორმისტ საპარლამენტო კანდიდატს და ასევე იმ ორგანოს კანდიდატობის ოთხ-მეხუთედს, რომლებმაც ირანის მომდევნო უზენაესი ლიდერი უნდა აირჩიონ.

XS
SM
MD
LG