Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობას პირველად უხელმძღვანელებს ქალი


საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვასილიკი თანუ-ქრესტოფილუ, რომელსაც დროებითი მთავრობის ფორმირება დაევალა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 20 აგვისტოს დატოვა პოსტი ყველა მინისტრთან ერთად. ამ ნაბიჯით ციპრასს სურდა ვადამდელი არჩევნების პროცესის დაჩქარება, რაც, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს ჩატარდება. ვასილიკი თანუ-ქრესტოფილუ პირველი ქალი იქნება, რომელიც საბერძნეთის მთავრობას უხელმძღვანელებს. მოელიან, რომ დროებითი მთავრობის თავმჯდომარე დღის ბოლოს დადებს ფიცს.

XS
SM
MD
LG