Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების ყრილობაზე დაგმეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია


ყირიმელი თათრების მსოფლიო ყრილობაზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება, დაგმეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. შეკრებილებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ყრილობას ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი. მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაცია არ მოხდება, სანამ ყირიმი არ დაუბრუნდება უკრაინას და თათრებს, რომლებიც მას სამშობლოს უწოდებენ. ამასთან, კლიმკინის თქმით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია "დროებითია, რადგან უკანონოდ მოხდა". ანკარაში 1 აგვისტოს დაწყებულ ორდღიან ყრილობას დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 200-მდე ყირიმელი თათარი. რუსეთის ხელისუფლებამ თათრების ორ ლიდერს არ მისცა 28 ივლისს ყირიმიდან გამგზავრების უფლება, რათა არ დაეშვა ყრილობაში მათი მონაწილეობა. ყირიმელი თათრების ყრილობა მეორე ტარდება.

XS
SM
MD
LG