Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეებმა "მსოფლიო ალაფა" მოიგეს


საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა გაიმარჯვა „მსოფლიო ალაფის“ სახელით ცნობილ ტურნირში და, საქართველოს რაგბის ისტორიაში პირველად, ამ ასაკობრივი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა (ეს შეჯიბრება 2016 წელს ჩატარდება ინგლისში). პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დღეს დამთავრებული ასპარეზობის ფინალურ მატჩში ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა დამაჯერებლად სძლიეს კანადის ნაკრებს - 49:24. მანამდე, ჯგუფურ ტურნირში, მათ სამივე მეტოქეს აჯობეს: ჯერ დაამარცხეს ურუგვაელები (46:12), შემდეგ მოუგეს ფიჯის გუნდს (30:13), მერე კი ფარ-ხმალი დააყრევინეს ტურნირის მასპინძლებს, პორტუგალიელებს (19:11). 2017 წელს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG