Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის შეფასებით, გრძელი გზა რჩება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევამდე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, მეტი პროგრესია ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ჯერ კიდევ „გრძელი გზაა გასავლელი“ შეთანხმების მიღწევამდე. კერიმ ეს შეფასება გამოთქვა ჟენევაში, სადაც ჩავიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიასთან დაკავშირებით. 2 მარტს ის ასევე შვეიცარიაში მდებარე მონტროში მართავს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეხვედრას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ თეირანთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავდა ირანის ბირთვულ პროგრამას მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. თეირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG