რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ აღვივებს კონფლიქტს მთელ მსოფლიოში და ახორცილებს, მისი სიტყვებით, ცალმხრივ დიქტატს. ეს პუტინმა სოჭში თქვა, ვალდაის საერთაშორისო კლუბის შეხვედრაზე. მისი თქმით, იზრდება რისკი, რომ სერიოზულ კონფლიქტში იქნენ ჩარეული მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები და დაირღვეს იარაღის შესახებ დადებული ხელშეკრულებები. ტერორთან ბრძოლაში, პუტინი თვლის, რომ დასავლეთი ებრძვის საკუთარი „პოლიტიკის შედეგებს“.
ყველაზე პოპულარული
1