Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროტესტს გამოხატავენ ქალებისთვის სახეში მჟავის შესხმის წინააღმდეგ


ათასობით ირანელი გავიდა თეირანის და ისპაჰანის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატათ ბოლო ხანს გახშირებული შემთხვევების, ქალებისთვის სახეში მჟავის შესხმის წინააღმდეგ, თუ ისინი არ იყვნენ სათანადოდ შებურული. ასეულობით ადამიანი მივიდა თეირანში პარლამენტის შენობასთან, და ისპაჰანში იუსტიციის სამინისტროსთან კი, ათასობით. მჟავით თავდასხმები ისპაჰანში მოხდა. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით, „დაიცავით ქალები, მჟავით თავდასხმა დანაშაულია. ისპაჰანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ დემონსტრაცია უკანონოდ გამოაცხადა, იქვე იყო ბევრი პოლიციელი. დემონსტრაციას ესწრებოდა ბევრი, ვინც მჟავით თავდასხმას გადაურჩა, მათთან ერთად კი უფლებადაცვის აქტივისტები. ერთ-ერთი მათგანი, ცნობით, დააკავეს. პოლიციამ დააკავა ოთხი ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან მჟავით თავდასხმებთან. ისპაჰანში ასეთი ოთხი შემთხვევა მოხდა.

XS
SM
MD
LG