Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში გამოქვენდა ვიდეო კიდევ ერთი ჟურნალისტის მკვლელობაზე


ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ამერიკელ ჟურნალისტ სტივენ სოტლოფისთვის თავის მოკვეთა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების მიერ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ვერ ადასტურებს ჩანაწერის ავთენთურობას. თუ ავთენთურობა დამტკიცდა, 31 წლის სოტლოფი იქნებოდა უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც თავი მოკვეთეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა და ეს მასალა ინტერნეტში გამოაქვეყნეს. პირველი, 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოკადრები ასახავს ჯეიმს ფოულის მკვლელობას. სტივენ სოტლოფი ექსტრემისტებმა 2013 წლის აგვისტოში სირიაში შეიპყრეს. ის იყო ჟურნალ „ტაიმის“, აგრეთვე გამოცემების „ნეშნლ ინტერესტის“ და „ფორინ პოლისის“ კორესპონდენტი.

XS
SM
MD
LG