Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიტიკური პარტიების ლიდერები შარიფს უჭერენ მხარს


პაკისტანის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს, იმ ფონზე, როცა ათასობით დემონსტრანტი მოითხოვს მის გადადგომას. 2 სექტემბერს გამართულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე რამდენიმე გავლენიანი პარტიის ლიდერებმა დაუჭირეს მხარი შარიფს და განაცხადეს, რომ ის არ უნდა დანებდეს გადადგომის შესახებ ზეწოლას. შარიფი წინააღმდეგობას უწევს მისი გადადგომის თაობაზე მოწოდებებს, თუმცა საპროტესტო აქციების ლიდერები, იმრან ხანი და ტაჰირ ულ-ყადრი, უარს აცხადებენ უკანდახევაზე. 2 სექტემბერს უფრო ადრე პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს სთხოვა პოლიციას მიანიჭონ უფლება ისლამაბადში მიმდინარე ანტისამთავრობო, ძალადობრივი დემონსტრაციების მონაწილეები „შეჭრილებად და ტერორისტებად“ განიხილოს. მინისტრის განცხადებით, დემონსტრანტები სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობენ. პაკისტანში უკვე სამი დღეა შეტაკებებია პოლიციას და შარიფის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეებს შორის. 30 აგვისტოს სამი დემონსტრანტი დაიღუპა პოლიციასთან შეტაკებებში, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა შარიფის ოფიციალურ რეზიდენციაზე სცადეს იერიშის მიტანა. შეტაკებები იყო 31 აგვისტოს და 1 სექტემბერსაც - როცა დემონსტრანტებმა ცოტა ხნით ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა შარიფის რეზიდენციაზე.

XS
SM
MD
LG