Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ტოკიოში ჩავიდა, რითიც დაიწყო აზიაში მისი ერთკვირიანი ტურნე, რომელიც მოიცავს ვიზიტებს სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და ფილიპინებზე. თეთრი სახლის განცხადებით, ობამას ეს ტურნე წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში აღმოსავლეთის მიმართულების ხელახალი დაბალანსების ნაწილს. პრეზიდენტის რანგში ეს ამ რეგიონში ობამას მეხუთე ვიზიტია. განხილულ საკითხებს შორის იქნება ვაჭრობა, რეგიონული დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთის განაცხადი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე. ობამამ იაპონია დაარწმუნა, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე მდებარე კუნძულების მცირე ჯგუფის საკითხი, რომელიც ტოკიოსა და პეკინს შორის კამათის საგანია, ეხმიანება აშშ-იაპონიის თავდაცვითი ალიანსის პირობებს. გავრცელებული შეშფოთებით, ჩრდილოეთმა კორეამ შეიძლება ბირთვული გამოცდა ჩაატაროს რეგიონში ობამას ყოფნის პერიოდში.
XS
SM
MD
LG